მრევლიშვილი მაყვალა ალექსანდრეს ასული
მრევლიშვილი მაყვალა ალექსანდრეს ასული

მრევლიშვილი აყვალა ალექსანდრეს ასული (14.II.1909, სიღნაღი —5.IX.1992, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის  ფილოლოგიის ფაკ-ტი (1930). გამოაქვეყნა პირველი ლექსი "წერილი აბასთუმნიდან" (1927) და პირველი წიგნი "ლექსები" – (1940). სამამულო ომის თემაზე შექმნა პოემა "ჭირნახული", რომელმაც იმთავითვე მიიპყრო ყურადღება. ლექსთა კრებულებმა: "ქართვლის უბეში" (1950); "ლექსები" (1958); "ჩემი ზეკარი" (1960); "გულისა" (1961); პოემამ "მზისკენ"(1962) საყოველთაო აღიარება მოიპოვა. საგულისხმოა მისი ღვაწლი საბავშვო მწერლობის განვითარებაში. ბავშვთა საყვარელი ლექსები გახდა:"დილა მშვიდობისა"; "ჯეჯილში"; "ჩიტო–ჩიტო"; "კიკლი–კიკლი კიბესა" და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ გადამუშავებული ზღაპრები – "ირმისა", "კომბლე". თარგმნა და გამოსცა ლიტ. ზღაპარი "მზის დამხსნელი", შარლ დე კოსტერის "ულენშპიგელის ლეგენდა". მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ჩეხურ, სლოვაკურ და სხვა ენებზე. მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია (1973), საპატიო ნიშნის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი.

თხზ.: მრევლიშვილი, მ. (1977). ისწავლე ანა-ბანაო : ლექსები სკოლამდელთათვის. თბ., ნაკადული; მრევლიშვილი, მ. (1983). დედას ჩიტი : პიესა სკოლამდელთათვის. თბ., ნაკადული; მრევლიშვილი, მ. (1991)კიკლი კიკლი. თბ., გულანი; მრევლიშვილი, მ. (1997). შენ გიგალობ, პატარავ! . თბ., ნაკადული.